შესწორების ჩანართიErratum slipinvitation
Last-minute, as usual

თავდაპირველი ვერსიით, 17 სექტემბერს
დაბადების დღის წვეულება არ იგეგმებოდა.

… and then she got carried away

ვერსია განახლებულია
წვეულება გაიმართება
17 სექტემბერი · 19:00 NOT QUITE A HOUSE PARTY ფალიაშვილის 63 · მეორე სართული
შამპანურის ჭიქა და სადღესასწაულო სუფრა

Eat standingDrink freelyDance whenever it happens

ქალი ყვავილების მიღმა

for the record

მხიარულება სერიოზული საქმეა. ფლეილისტის შედგენა მითუმეტეს.

გამომიგზავნე ერთი სიმღერა, გინდა ამ საღამოს ერთად მოვისმინოთ ვიცეკვოთ. შეიძლება ბანალურიც იყოს, სენტიმენტალურიც და ქრინჯიც. No explanation needed.

ამიტომ
Choose carefully. Or don’t.

Add your song

Further reading

დამატებითი საკითხავი

invitation / Appendix17.09

A Beautiful Disorder

დაბადების დღე

ადამიანები დაბადების თარიღს ჯერ კიდევ ძველ სამყაროში აღნიშნავდნენ, თუმცა ეს პატივი თავდაპირველად ღმერთებს, მმართველებსა და საზოგადოების გამორჩეულ წევრებს ეკუთვნოდათ. ჩვეულებრივი ადამიანის დაბადების დღე პირად დღესასწაულად ბევრად გვიან იქცა. თანამედროვე ფორმა - ოჯახი, სტუმრები, ტორტი და სანთლები - განსაკუთრებით XVIII საუკუნის გერმანულ ბავშვთა დღესასწაულს, Kinderfest-ს უკავშირდება. დაბადების დღე ასე გადაიქცა არა მხოლოდ ასაკის აღნიშვნად, არამედ ყოველწლიურ მტკიცებულებად, რომ ადამიანის არსებობა დღესასწაულის მიზეზია.

მოწვევა

მოწვევა ყოველთვის საზღვარს ავლებდა მათ შორის, ვინც შეკრების შესახებ უბრალოდ იცოდა და ვინც მის ნაწილად იყო არჩეული. წერილობითმა მოსაწვევმა ეს ჟესტი ხილულ საგნად აქცია - სახელის, ადგილისა და დროის მატარებელ პატარა დოკუმენტად. მოწვევა ჯერ კიდევ მოვლენამდე ქმნის კავშირს: მინიშნება, რომ კონკრეტულ დროს კონკრეტულ ადგილას შენი ყოფნა სურთ.

სექტემბერი

სახელი September ლათინური septem-იდან - „შვიდიდან“ მოდის. ძველ რომაულ კალენდარში წელი მარტში იწყებოდა და სექტემბერი მართლაც მეშვიდე თვე იყო; მოგვიანებით იანვარი და თებერვალი დაემატა, მაგრამ ძველი სახელი დარჩა. სხვადასხვა კულტურაში სექტემბერი მოსავლის, დაბრუნებისა და ახალი ციკლის დასაწყისთან ასოცირდებოდა. ალბათ ამიტომ აქვს მას ერთდროულად დასრულებისა და დაწყების განცდა - ზაფხული მიდის, მაგრამ ცხოვრება თითქოს თავიდან ლაგდება.

ცეკვა

ადამიანები სხეულის რიტმულ მოძრაობას იყენებდნენ ნადირობის, მოსავლის, ქორწილის, ომისა და ღმერთებთან ურთიერთობის რიტუალებში. თავდაპირველად ცეკვა მაყურებლისთვის შექმნილი სანახაობა არ ყოფილა - მასში მთელი ჯგუფი მონაწილეობდა. მხოლოდ მოგვიანებით გაიყო სცენა და დარბაზი, მოცეკვავე და მაყურებელი. წვეულებაზე ცეკვა შეიძლება ამ უძველესი ფორმის მცირე დაბრუნებაც იყოს: მომენტი, როდესაც აღარ ვუყურებთ და ყველანი ვმონაწილეობთ.

ცეკვის ამსახველი ნახატი

მხიარულება

სიხარული, სიამოვნება, შინაგანი აღტაცება. ძველ ტექსტებში სიხარული მხოლოდ მშვიდი ბედნიერება არ იყო. მას ხმამაღალი და ფიზიკური გამოხატულებაც ჰქონდა - შეძახილი, მოძრაობა. ამიტომ მხიარულება ყოველთვის ოდნავ კოლექტიური მოვლენაა: განცდა უფრო რეალური ხდება, როდესაც სხვებიც ხედავენ და იზიარებენ.

სასმელები და ხილი ნახატიდან

რიტუალი

სიტყვა „რიტუალი“ ლათინური ritus-იდან მოდის და დადგენილ წესს ან ცერემონიას ნიშნავდა. რიტუალი ჩვეულებრივ მოქმედებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას აძლევს: სანთლის დანთება მხოლოდ ცეცხლი აღარ არის, ჭიქების მიჭახუნება - მხოლოდ დალევა, ტორტის გაჭრა კი მხოლოდ ჭამა. დაბადების დღეც სწორედ რიტუალების ერთობლიობაა, რომლითაც დროის უხილავ მოძრაობას ფორმას ვაძლევთ.

ხილი და სადღესასწაულო დესერტები

ტორტი, რა თქმა უნდა

სადღესასწაულო ნამცხვრების ისტორია ანტიკურ სამყარომდე მიდის, მაგრამ თანამედროვე დაბადების დღის ტორტი XVIII საუკუნის გერმანიაში ჩამოყალიბდა. Kinderfest-ზე ბავშვის ასაკის შესაბამისად სანთლებს ანთებდნენ და ზოგჯერ კიდევ ერთს ამატებდნენ - მომავალი წლისა და „სიცოცხლის სინათლისთვის“. სანთლები დღის განმავლობაში ენთო, საღამოს კი ბავშვი სურვილს ჩაიფიქრებდა და ჩააქრობდა. ინდუსტრიულ რევოლუციამდე ასეთი ტორტი ფუფუნება იყო; მასობრივი წარმოების შემდეგ კი თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომ რიტუალად იქცა.

მარი ანტუანეტი და ტორტები
ტორტების ვიტრინა ნახატზე

სურვილი

დაბადების დღეზე სურვილის ჩაფიქრება სანთლის რიტუალს უკავშირდება. ძველ კულტურებში ცეცხლის კვამლი ხშირად ადამიანსა და ღვთაებრივ სამყაროს შორის შუამავლად მიიჩნეოდა - თითქოს მას ლოცვისა და სურვილის მაღლა ატანა შეეძლო. მოგვიანებით გერმანულ Kinderfest-ში დამკვიდრდა რწმენა, რომ სურვილი მაშინ ასრულდებოდა, თუ ბავშვი ყველა სანთელს ერთი ამოსუნთქვით ჩააქრობდა და ჩაფიქრებულს საიდუმლოდ შეინახავდა. ამიტომ სურვილს დღემდე ჩუმად ვიფიქრებთ: წარმოთქმისთანავე თითქოს მისი ძალის ნაწილი იკარგება.

სტუმარი

ინგლისური სიტყვები guest და host ერთი უძველესი ფუძიდან - ghos-ti- - წარმოიშვა. ის აღნიშნავდა უცხო ადამიანს, რომელთანაც სტუმართმოყვარეობის ორმხრივი ვალდებულება გაკავშირებდა: დღეს შენ იღებდი მას, ხვალ შესაძლოა თავად გამხდარიყავი მისი სტუმარი. ამიტომ სტუმარი თავდაპირველად მხოლოდ მოწვეული ადამიანი კი არა, დროებით მიღებული უცხო იყო, რომლის უსაფრთხოებაზეც მასპინძელი პასუხისმგებლობას იღებდა. სტუმრად ყოფნა ნდობის ფორმა იყო.

ღვინო, ყვავილები და წითელი სანთელი
ვარდისფერი ყვავილებით გაწყობილი სუფრა

A beautiful disorder

ძველ დღესასწაულებს ხშირად ახლდა ყოველდღიური წესრიგის დროებითი დარღვევა. რომაულ სატურნალიებზე სოციალური როლები იცვლებოდა, კარნავალებზე კი ნებადართული ხდებოდა ხმაური, გადაცმა, სიჭარბე და ქცევა, რომელსაც ჩვეულებრივ დღეებში საზოგადოება ზღუდავდა. ასეთი არეულობა ქაოსის შექმნას კი არ ემსახურებოდა, არამედ წესრიგისგან ხანმოკლე გათავისუფლებას. დღესასწაული სწორედ ის დროა, როდესაც ყველაფერი ცოტა კონტროლიდან გამოდის და ამის უფლება დაქრინჯვის გარეშე გვაქვს.

წვეულება

ინგლისური party თავდაპირველად „მთელის ნაწილს“ ან საერთო ინტერესით გაერთიანებულ ჯგუფს ნიშნავდა; სოციალური შეკრების მნიშვნელობა მას მხოლოდ XVIII საუკუნეში შეემატა. სიტყვაში დღემდე დარჩა მისი პირველი აზრი: ადამიანები დროებით ცალკე „ნაწილად“ იყოფიან და რაღაც საერთო აერთიანებთ. წვეულებაც ასეთი დროებითი საზოგადოებაა - საკუთარი სტუმრებით, მუსიკით, წესებითა და განწყობით. ის რამდენიმე საათით არსებობს და შემდეგ მხოლოდ მოგონებად აგრძელებს ცხოვრებას.

ყვავილები და კოქტეილის ჭიქა
სანთლებით გაწყობილი ფურშეტის სუფრა
invitation / September 17End of appendix
ჩამქრალი სანთლები და კვამლი

მიეთოვოს,მოეთოვოსკედლებსფარშავანგები

see youafter hours

17 სექტემბერი · 19:00

NOT QUITE A HOUSE PARTY

ფალიაშვილის 63 · მეორე სართული